ეს არ არის მხოლოდ ხელკეტებით ბრძოლა - ხათუნა ლაგაზიძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის წევრი, ხათუნა ლაგაზიძე, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს და საზოგადეობაზე ძალადობის ძალიან გავრცელებული ფორმად ფსიქოლოგიური ძალადობასა და მორალურ ტერორს ასახელებს.
ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„ამას აქვს სისტემური ხასიათი და ეს არ არის მხოლოდ ხელკეტებით ბრძოლა. მიდის საზოგადოების დაშინება, რომ ისინი არ მივიდნენ ოპოზიციასთან შეხვედრებზე,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც კონკრეტული ფაქტებიც მოიყვანა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.