კორცხელში ბაღის დირექტორი, ირმა ნაჭყებია, თანამდებობიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკას უკავშირებს
კორცხელის საბავშვო ბაღის უკვე ყოფილი დირექტორის ბრალდებები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
ირმა ნაჭყებია რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს და ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მისი მტკიცებით, მას თანამდებობა იმის გამო დაატოვებინეს, რომ მისი მეუღლე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია.
ირმა ნაჭყებია ხელისუფლების მხრიდან მუქარაზე საუბრობს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს.