ბათუმში ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. მას ერთი ჭრილობა თავის არეში სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. გარდაცვლილის ოჯახი ამ დროისთვის მკვლელობის სავარაუდო ვერსიაზე და მოტივზე ვერ საუბრობს.
ალიკა დავითაძეს ბათუმში სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სავაჭრო ობიექტები.