"ხელისუფლება ბერლინიდან ხელცარიელი ბრუნდება,"-სალომე სამადაშვილი
ბერლინში საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ ბრიფინგს, გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მსგავსი ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო ძალიან დიდი ხნის წინ.
“რეალურად ვფიქრობ, რომ ეს იყო უშედეგო ვიზიტი. მსგავსი ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო ძალიან დიდი ხნის წინ და რეალური შედეგი იქნებოდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღწია იმისათვის, რომ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი, გამიჯნულიყო იმ საერთო საკითხისგან, რომელიც უკავშირდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს, რადგან როგორც ქალბატონმა მერკელმაც დაადასტურა, საქართველო არ წარმოადგენს პრობლემატურ ქვეყანას მიგრაციის თვალსაზრისით. მაგრამ ამ პოზიციის ლობირება ვერ მოახდინა დროულად საქართველოს ხელისუფლებამ და დღესაც ხელცარიელი მოდიან ბერლინიდან,“- განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის ვიქტორ დოლიძის თქმით, მერკელის განცხადებები იყო პრაგმატული, ადეკვატური და მხარდამჭერი. ისინი გერმანიის კანცლერს ამ პოზიციისთვის მადლობას უხდიან.