ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას გამორიცხავს
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი წინასაარჩევნო აქტიურობა, ქართული ოცნების ღია მხარდაჭერა, თუ რჩევები მმართველი გუნდისთვის არაფორმალური მმართველობის ირგვლივ კითხვებს არ უნდა აჩენდეს.
ივანიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კი პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ლიდერად რჩება. ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის მმართველობის სტილი უკვე მკაფიოა და მსგავს მმართველობას არც ხელისუფლება ემიჯნება.
მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის გავლენას არაფორმალურ მმართველობას არ უკავშირებს.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა გუშინ დაადასტურა, რომ თვეში ერთხელ ქართული ოცნების შეკრებებს ესწრება. ის გააქტიურებას კვლავ გეგმავს, თუმცა ამავე დროს პოლიტიკაში დაბრუნება საბოლოოდ გამორიცხა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.