კობახიძეების სკანდალი გრძელდება-ბადრი ჯავახიშვილს ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებენ
პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი, რომელიც მის ძმას, ასევე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს, თედო კობახიძეს, ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს, ნარკოდამოკიდებულ და მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირად მოიხსენა.
ბადრი ჯავახიშვილი, რომელიც თედო კობახიძის ახლო მეგობარი იყო, წლების წინ ნარკოდამოკიდებულებას არ უარყოფს, თუმცა მისი თქმით, არც ერთი სამსხურიდან ამ მიზეზის გამო არ გაუთავისუფლებიათ.
ფულის გამოძალვის სკანდალში გახვეული თედო კობახიძე წერილით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს. იურიდიული კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელისგან, ელენე დუმბაძისგან, მისი ყოფილი თანამშრომლის ნარკოლოგიურ შემოწმების დოკუმენტს ითხოვს. თედო კობახიძე ბადრი ჯავახიშვილზე, რომელიც მისი კლასელი და ახლო მეგობარი იყო, როგორც კრიმინალზე საუბრობს.
ამ განცხადების გავრცელების შემდეგ ბადრი ჯავახიშვილმა კურიერს ცნობა მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ნასამართლევი არ არის.
ქვტორები: ანა წერეთელი, ამირან ვარდოსანიძე, ედო თათელიშვილი.