"ჩვენ გავაკეთებთ რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ განხილვის პროცესი მალე დამთავრდეს,"-მერკელი ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს
“ჩვენ გავაკეთებთ რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ განხილვის პროცესი მალე დამთავრდეს“ - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
“რაც შეეხება ნატო-ს ჩვენ ვიპოვეთ პაკეტი, რაც საქართველოსთვის შევქმენით, ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იამზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით და ამით ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის.
"რაც შეეხება ვიზას, ძალიან გრძელ ვადაზე არ იქნება ლაპარაკი, აქ არის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ლაპარაკი ევროპარლამენტში. პარლამენტი რა თქმა უნდა არის დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის. რა თქმა უნდა გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის პირისპირ მოლაპარაკება, რის შემდეგაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.