რომ არა რუსთავი2, შეიძლება არ ყოფილიყო ვეტო - ბაჩუკი ქარდავა
"რომ არა რუსთავი2, შეიძლება არ ყოფილიყო ვეტო,“ - საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
ამის შესახებ განცხადება ბაჩუქკი ქარდავამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არჩევანი არა აქვს, მან უბრალოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გადააყოლებს ქართულ სახელმწიფოს იმ თავის პრობლემებს, რომელიც მან შეუქმნა 4 წლის განმავლობაში თავის თავს. ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, თუ ამ ყველაფერს გააკეთებს რუსთვი2-ის გარეშე. რომ არა რუსთავი2 და ის აქტივობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოხდა ამ ეთერებში, შეიძლება, არ ყოფილიყო ვეტო,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.