მოსამართლეები არიან, პრაქტიკულად, მხარეები - ნინო ჯანგირაშვილი
“მოსამართლეები არიან, პრაქტიკულად, მხარეები,“ - ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე საუბრობს.
“რასაც ვუყურებ, ამ ბოლო პროცესებს, ვთვლი, რომ მოსამართლეები არიან, პრაქტიკულად, მხარეები. ისინი არ არიან თავისუფალი თავის არჩევანში და თავის გადაწყვეტილებაში. მსუბუქად რომ ვთქვათ, სასამართლოში ხდება უცნაური რაღაცეები,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა გადაცემა არჩევანში.