სახელმწიფო მანქანა ებრძვის სიტყვის თავისუფლებას - თამთა მურადაშვილი
“სახელმწიფო მანქანა ებრძვის სიტყვის თავისუფლებას,“- რუსთავი2-ის ადვოკატი, თამთა მურადაშვილი, ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
“მე იმედი, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნაკლებად მაქვს იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა. ნათელია, რომ სახელმწიფო მანქანა ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. სახელმწიფოს არ უნდა, რომ რუსთავი2-ის ეთერში იყოს ისეთი სიუჟეტები, როგორიც აქვს კურიერს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა გადაცემა არჩევანში.