"ეს ძალიან გავს გარიგებას პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის"- თინა ბოკუჩავა ვეტოზე საუბრობს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დეპუტატები გამოეხმაურნენ. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი არ გაითვალისწინა, რაც გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის გარიგებას გავს.
"ეს ძალიან გავს გარიგებას პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის. არ არის გათვალისწინებული, რომ ყველაფერზე დაწეული ყოფილიყო კვორუმი, ერთ წევრს რჩება შესაძლებლობა, რომ კოლეგიის მუშაობა დაბლოკოს,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნებს გაიზიარებენ.
"მზად ვართ, რომ შენიშვნები გავიზიაროთ. უპრეცენდენტო თავისუფლებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველად ხდება, როდესაც თავმჯდომარის არჩევაში ხელისუფლების არც ერთი სხვა შტო არ ერევა და მხოლოდ მოსამართლები აღიჭურვებიან ამ უფლებით. ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რასაც ოპოზიციისგან ვისმენთ,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.