კახა კოჟორიძე პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე განცხადებას აკეთებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პალამენტს მოუწოდებს, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები არ გადავადდეს. ასე ეხმაურებიან პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც თანამდებობის პირების დანიშვნის საკითხს ეხება. კანონში ცვილელბა 2017 მარტიდან შევა. განცხადება დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა.
"პრეზიდენტი ცაიტნოტში აღმოჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ 10 დღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი პირველ მაისამდე და ჩვენ იძულებული ვიყავით რამდენიმე საათში მიგვეღო გადაწყვეტილება. ხელს ვაწერთ იმიტომ, რომ ვითავლისწინებთ იმ მნიშვნელობას, რასაც ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახუირი,"-აცხადებს კახა კოჟორიძე.