ძლიერი ქარი თბილისში - წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები
ძლიერი ქარის შედეგად ხეები და განათების ბოძი წაიქცა თბილისში დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზე.
დაზიანდა მერსედესისა და ჰიუნდაის მარკის ავტომობილები. შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური.