ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს
ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო ძალებთან კონსულტაციებს იწყებს. ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს ცვლილების მოთხოვნებზე წერილობითი პასუხის გაცემასაც მოითხოვს. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი იტყუება, როცა ამბობს, რომ მოთხოვნათა 80 პროცენტი დააკმაყოფილა.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ 5 წინადადებიდან ხელისუფლებამ 2 გაიზიარა და ისიც ნაწილობრივ- სარეკლამო დროის ახლებური გადანაწილება და წარმომადგენლების დანიშვნა კომისიაში. საარჩევნო ბარიერის დაწევას ხელისუფლება ოპონენტებს ჰპირდება, თუმცა მმართველ გუნდში პოზიციები შეჯერებული არ არის.
ოპოზიცია ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და საპროტესტო აქციებს ელოდება.
ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ლაშა მუმლაძე, ნიკა ვაწაძე.