მთავრობა ვერ მუშაობს - ხალხის ხმა ბათუმში
ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ ცვლილებებს აჭარაში ვერ ხედავენ. რეგიონის მოქალაქეები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დღევანდელი „მთავრობა ვერ მუშაობს“.
აჭარის მოსახლეობა უმუშევრობას, სოციალურ პრობლემებსა და სოციალურად დაუცველთა სიებიდან ამოღებას, კრიმინალის ზრდასა და ტურისტული ზონის ნაკლებად განვითარებას უჩივის.
მოქალაქეების ნაწილი ჯართისა და სხვადასხვა ნივთების შესაგროვებლად ბათუმთან მდებარე ნაგავსაყრელზე დადის, ნაწილი კი თურქეთში გადადის სავაჭროდ.
„გლეხს უჭირს და მთავრობაში კი არიან კარგად,“ - ამბობენ აჭარლები არჩევანთან საუბრისას.
ავტორი: გვანცა სუთიძე