"ცალ-ცალკე პრეზიდენტი და პრემიერი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტენ,"-უსუფაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არჩევნების თარიღსა და წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 5 თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემთხვევაში გარკვეულ პრობლემები იქნება.
უსუფაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში სპეციალური რეგულაციების გათვალისწინება მოუწევს მედიასაც, ზედმეტი თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდანაც, თუმცა პარლამენტის სპიკერი საარჩევნო თარიღის ადრე დასახელებას დადებითად აფასებს.
“მე მივესალმე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერმინისტრის ერთობლივ გადაწყვეტილებას საარჩევნო დღის რაც შეიძლება ადრე გამოცხადებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი და პრეზიდენტი ამ საკითხზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან იმიტომ, რომ ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს ამ საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კონსტიტუციით არ შეუძლიათ, საჭიროა ისინი შეთანხმდნენ, არჩევნების დღე, რომ გამოცხადებულია ეს პოლიტიკურად კარგია. სამართლებრივ საკითხებს პრეზიდენტი და პრემიერი თავად გაუმკლავდებიან,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.