"სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ აქვს აზრი ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, მანამდე გავაგრძელებთ ამას," - უსუფაშვილი
რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკური პარტიის კონფერენცია დასრულდა.
შეხვედრის ნაწილი დახურულ ფორმატში გაიმართა. დავით უსუფაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრის და მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს ორ დღეში დაგეგმილ შეხვედრაზე მიაწვდიან.
პარტიის თავმჯდომარე ადასატურებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო სიებზე საუბარი იყო, თუმცა კონკრეტული გვარები არ დასახელებულა. იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე რესპუბლიკელი მინისტრი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
“ჩვენი კანდიდატები იქნებიან მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილნი და რა თქმა უნდა როგორც ყველა პარტია, ჩვენც ვიზრუნებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა დაინახოს რესპუბლიკური პარტიის საჭიროება, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობაში. ძალიან ადრეა საუბარი სიებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენ მონაწილეობას აქვს აზრი და არის საჭიროება იმისა, რომ ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა გავაგრძელებთ ამას,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, სიებთან დაკავშირებით იყო საუბარი, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
“ ჩვენ დახურულ ფორმატში ვისაუბრეთ პარტიის გემებზე პარტიის ხედვებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, მთავარი საკითხი იყო პარტიის პოზიციონირება ამ პერიოდში ახლა. დღევანდელ კონფერენციაზე ვისაუბრეთ სიებზე, მაგრამ გადაწყვეტილებას ამ ტიპის ფორმატში პარტია არ იღებს, იყო მხოლოდ აზრების გამოთქმა,“ - განაცხადა სამნიძემ.