საპარლამენტო არჩევნების სადაო თარიღი და პარტიების პოლიტიკური შანსები
არჩევნების დღესა თუ საარჩევნო კამპანიის გარშემო საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ ტრაგიკომიკური ვითარებაა. ბიუჯეტის ეკონომიის საბაბით მთავრობა და მმართველი პარტია ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეთმოს წინასაარჩევნო კამპანიას, ოპოზიციაში მყოფი პარტიები კი ცდილობენ ეს დრო როგორმე გაწელონ.
NDI-ს კვლევამ ორი მთავარი შედეგი აჩვენა-ელექტორატის უდიდეს ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას და მთავარი რაც ამომრჩეველს აინტერესებს არის ეკონომიკა.
წლევანდელი არჩევნები და პარტიების საარჩევნო პროგრამები ალბათ ყველაზე მეტად კონკრეტიზებული იქნება. სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველი გაიზარდა და უბრალო დაპირება მასზე აღარ იმოქმედებს.
რამდენიმე პარტიამ უკვე საჯაროდ განაცხადა თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია. ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები ღიად ამბობენ, რომ არ აპირებენ არავითარ კოალიციაში გაერთიანებას.
NDI-ის კვლევა, კრიტიკის მიუხედავად, მაინც არის წინასაარჩევნო სახელმძღვანელო. პარტიები, შიდა კვლევების გამოქვეყნებით საკუთრი რეიტინგის ამაღლებას ცდილობენ, მაგრამ ეს მხოლოდ გამარჯვებულის იმიჯის დამკვიდრებას ემსახურება. ამომრჩეველი კი ამ ფაქტორს მხოლოდ მას შემდეგ გაითვალისწინებს, რაც გაარკვევს ვისი ხელი და როგორ დაეტყობა მის ჯიბეს.
ავტორები:პაატა იაკობაშვილი, იოსებ წიკლაური.