პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრის განსხვავებული ხედვა-კვირიკაშვილს PR ტექნოლოგები აფასებენ
პრემიერობის 100 დღე და შეხვედრა მედიასთან. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ყოფნის სამი თვის თავზე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მედიასთან შეხვედრა დროში დაემთხვა რამდენიმე კრიტიკულ მომენტს, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელებას და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის NDI-ის კვლევების პოლიტიკურ ნაწილს, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების რეიტინგი 15%-ს ვეღარ ცდება.
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებოდნენ პრემიერმინისტრის ხანგრძლივი გამოსვლის საჯარო გზავნილებს. პიარს სპეციალისტი კახა მაღრაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბევრად გახსნილი და თავდაჯერებული იყო. პიარ ტექნოლოგი კვირიკაშვილის მთავარ წარმატებად მის გულწრფელობას მიიჩნევენ. რადგან მაღრაძის თქმით, პრემიერმა არ დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ნიღბის მორგება და დაუფარავად აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი პროტეჟეა.
ჟურნალისტებთან ერთად შეკითხვებს სვამს ხალხი და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორ საათიან გამოსვლასაც აფასებს. შეფასებისას მოსახლეობის აზრი ორად იყოფა, თუმცა ორივე ნაწილი გიორგი კვირიკაშვილისგან საქმის გაკეთებას ითხოვს.
ავტორები: თეა ადეიშვილი, გიორგი ჩიკვილაძე.