აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სახლის იპოთეკით დატვირთვას თეატრალურ საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა
თეატრალურ საზოგადოებაში დაპირისპირება ორგანიზაციის კუთვნილი ისტორიული შენობის იპოთეკით დატვირთვას მოჰყვა. საზოგადოების ყოფილი წევრების ბრალდებით, გამგეობა აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სახლს ერთპიროვნულად, საკუთარი ფინანსური მიზნებისთვის განკარგავს.
ირკვევა, რომ თეატრალური საზოგადოების გამგეობამ ისტიორიული შენობა ვი თი ბი ბანკიდან 26 000 ლარის კრედიტის ასაღებად გამოიყენა, თუმცა ამის შესახებ საზოგადოების წევრების ერთმა ნაწილმა საერთოდ არაფერი იცოდა.
2013 წელს თეატრალურმა საზოგადოებამ ვი თი ბი ბანკიდან მეორე იპოთეკური სესხის აღება გადაწყვიტა.
ირკვევა, რომ კრედიტის სახით აღებული თანხის ნაწილი პრემიებზე დაიხარჯა.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.