"დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება," - გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ, დევნილი მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების გაუქმებასთან და შეუსრულებელ საარჩევნო დაპირებებზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.
“ვფიქრობ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება, რაც შეეხება ტარიფების განულებას, ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა რა თქმა უდნა მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ. არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესებამება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დაპირება გასცა, დღეს ასეთი ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს. რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს და დაფარვას, სწორედ ამიტომ სოციალური უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი რეფორმა არის გასატარებელი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.