„ვერ მოვიძიე ფაქტები, რომ გურიის გუბერნატორი ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზებას ახდენდა,“ -გიორგი კვირიკაშვილი
„ვერ მოვიძიე ფაქტები, რომ გურიის გუბერნატორი ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზებას ახდენდა,“ - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილის სეკითხვას, რომელიც ჟურნალისტმა პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრაზე დასვა.
„საკადრო ცვლილებები აქამდეც იყო და მომავალშიც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი ცვლილებები, თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა ორგანიზებას საჯარო ჩვენების, წამების კადრების, გიდასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ. ჩემთვის ეს არის ამაზრზენი ფაქტი. ეს კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად ამაზრზენი ფაქტია. ეს არის საშინელება რომ ეს კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, რომ ღია სივრცეში ეს კადრები ვაჩვენოთ. ამ კადრების გავრცელების ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენი დადებითი პოზიტიური დღის წესრიგი შეცვალონ და გადაიტანონ ყურადღება ისეთ რაღაცებზე რაც არის ამაზრზენი. ჩვენ დავამკვიდრებთ უფრო მაღალ სტანდარტს, ეს სტანდარტი იქნება გაცილებით მეტი პატივისცემა ჩვენ მოქლაქეების," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვლმა.