"ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელი,"-კვირიკაშვილი წინა ხელისუფლების მმართველობაზე საუბრობს
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, მას არ დაუმალავს, რომ იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს და იყო მიმართულებები, რაც მოქალაქეებს მოსწონდათ.
“9 წლის თემას რაც შეეხება, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელი, იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს, იყო რაღაცეები რაც ჩვენს მოქალაქეებს მოსწონდათ მათ, შორის მეც მომწონდა საგადასახადო სისტემის რეფორმა, მომწონდა საბაჟო სისტემის რეფორმა და არა ერთი სხვა რაღაცა მე არ დამიმალავს და სიმართლეს ვლაპარაკობ. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე და არ უნდა შეგვეშინდეს, ვერც ვხედავ მიზეზს რატომ უნდა შეგვეშინდეს. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი, ესეც უდნა ვთქვათ,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.