ინტერპარტიული ჯგუფის და პრემიერის შეხვედრაზე ოთხი ძირითადი საკითხიდან სამზე შეთანხმება მოხდა
ახალი მემარჯვენეების ლიდერს პრემიერთან კონსულტაციები ჰქონდა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ინტერპარტიული ჯგუფის სახელით ესაუბრებოდა. ოთხი ძირითადი საკითხიდან, სავარაუდოდ სამზე შეთანხმება მოხდა. რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას - მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას - ეს თემა მმართველი გუნდისთვის როგორც ჩანს დახურულია. ამ ფონზე არასაპარლამენტო ოპოზიცია საკუთარ საარჩევნო სტრატეგიაზე მსჯელობს და პარტიები გაერთიანებაზე კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ.
ამ ეტაპზე პარტიები სამი ტიპის ერთობას განიხილავენ, - ერთიან კოორდინაციას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, შეთანხმებას მაჟორიტარებზე ან ერთიან ბლოკს.
უცნობია, როდის დასრულდება კონსულტაციები. ერთიან ბლოკზე შეთანხმებამდე ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე საბოლოო პასუხს პრემიერისგან ხვალ ელოდება.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.