პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ გეგმავს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოზიციის შეცვლას არ გეგმავს და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას მაისიდან აპირებს. მას შემდეგ რაც მთავრობამ პირველი განკარგულება გიორგი მარგველაშვილს უკან გადაუგზავნა, ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთობა გამწვავდა. პრეზიდენტის ადმინიტრაცია მთავრობას არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს, რალდებების სერია გრძელდება უმრავლესობის მხრიდანაც.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კამპანია მომდევნო თვიდან დაიწყოს გაუგებარი უწოდა ვიცე - პრემიერმა. კახა კალაძეს არ დაუმალავს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მოლაპარაკების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია არასწორად იყო მიწოდებული. თუმცა ვიცე-პრემიერმა აქვე განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტი გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას - კამპანიის მაისიდან დაწყების თაობაზე არ დათანხმდება.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მთავრობისგან კიდევ ერთ უარს მიიღებს უმცირესობა პოლიტიკურ კრიზისს ვარაუდობს, არასამთავრობო სექტორი კი სახელმწოფოს მეთაურსა და პრემიერ მინისტრს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს, რომელშიც არა მხოლოდ ხელისუფლების ორის შტო იქნება ჩართული.
პრეზიდენტი არცევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მეორედ სავარაუდოდ პრემიერის რამდენიმე დღეში გადაუგზავნის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დოკუმენტში მხოლოდ არჩევნების დღის დანიშვანაზე იქნება საუბარი და მასში კამპანიის თარიღი არ განისაზღვრება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი