"8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება," - გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღზე საუბრობს
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. მისი თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და რის შედეგადაც აღნიშნული თარიღი იქნა განსაზღვრული შემდეგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად.
“8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ეს თარიღი იქნა განსაზღვრული როგორც შემდეგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული ამიტომ განკარგულება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოგზავნილი იქნა პრეზიდენტის მხრიდან, ამაში არანორმალური არაფერი არ არის, მგონი ხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ მოტივირებული შენიშვნებით ამ აქტის უკან გადაგზავნა რათა ქვეყანა არ ჩართულიყო 6 თვიან წინასაარჩევნო პროცესში. მე მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას და ვანახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე.