პრეზიდენტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის დაზუსტებას ითხოვს
პრეზიდენტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის დაზუსტებას ითხოვს. მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განხილვა იყო, პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნა გახდა.
გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლისთვის გაურკვეველია. აბაშიძეს ისიც აოცებს, რატომ ვერ გაიგეს თბილისში მისი ნახევრად ხუმრობით ნათქვამი სიტყვები, რომ რუსეთთან საქართველო ჭკვიანად უნდა მოიქცეს.
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს ჩეხეთის დედაქალაქში 16 მარტს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების დაწყების წინ და დასრულების შემდეგაც საქართველოს შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთა. რამდენიმე დღეში კი კარასინი პუტინმა სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო ხელშეკრულების გაფორმების საკითხში მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა.
ავტორი: ნათი გოგსაძე.