პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა საპყრობილე დატოვეს
155-ი შეწყალებული პატიმრიდან 105-მა ციხე უკვე დატოვა. მათ შორის 8 ქალია.
პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გუშინ გამოსცა. რაც შეეხება დანარჩენ 50 მსჯავრდებულს მათ სასჯელი შეუმცირდათ.
შეწყალების კომისიამ ამჟამად სულ ათას ასზე მეტი საქმე განიხილა.
შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა შეწყალება განზრახ ჩადენილ დანაშაულს არ შეხებია.