ოცნების 21 დეპუტატის გადაწყვეტილებით მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონის პროექტი პარლამენტში ჩავარდა
პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო. ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის მიერ მომზადებული კანონის პროექტს მხარი 47 დეპუტატმა დაუჭირა 21 კი წინააღმდეგი წავიდა.
კანონის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებისთვის აუცილებელი იყო 50 დეპუტატის თანხმობა. კენჭისყრის შემდეგ დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებს იმ დეპუტატთა სია გააცნო რომლებიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ წავიდნენ.
21-ივე დეპუტატი კოალიცია ქართული ოცნებიდანაა მათ შორის:
ალექსანდრე ქანთარია, თემურ ჭკუასელი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, რუსლან პოღოსიანი, ზაზა პაპუაშვილი, ალი მამედოვი, ელდარ კურტანიძე, გოგლა ჟვანია, გია ჟორჟოლიანი, ივანე კიღურაძე, გიორგი ვოლსკი, ვლადიმერ აჩბა, მანანა კობახიძე, გიგა ბუკია, ბიძინა გუჯაბიძე, მერაბ კაჭახიძე, პაატა კვიჟინაძე, ზვიად ძიძიგური, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე.