საქართველოს საგარეო მინისტრი ბელგიელ კოლეგას შეხვდება
ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ბელგიელ კოლეგას ხვდება. საუბარი საქართველოს მიმართ ვიზა ლიბერალიზაციას, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება.
გუშინ კი ქართველი მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა, დაესწრო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას და შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე
ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზალიბერალიზაციის თემაზე კომენტარის გაკეთების პარარელრუად მიხეილ ჯანელიძე ფედერიკა მოგერინის მიმართ არასამთავრობოთა განცხადებასაც გამოეხმაურა.