ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა პალატაში გრძელდება
ალექსი პეტრიაშვილს სამართალდამცველები ამ წუთებში პალატაში კითხავენ. დაკითხვაზე სამართალდამცველებთან ერთად, ადვოკატი და ექიმიც იმყოფებიან.
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში დღეს გადაიყვანეს, რის შემდეგაც ექიმმა გამოძიებას დაკითხვის უფლება მისცა. ექიმის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჯერჯერობით უცნობია, გადააკვალიფიცირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეს მკვლელობის მცდელობის მუხლით. ამ ეტაპზე ძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული.
26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, მამუკა ჯანაშია.