პარლამენტმა 81 ხმით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე აირჩია
81 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე კობა გვენეტაძე აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
კობა გვენეტაძე პარლამენტში პრეზიდენტის მრჩეველთან ერთად იმყოფებოდა.
მთელი დღის განმავლობაში გვენეტაძესთან დაკავშირებით შეფასებები კეთდებოდა. დეპუტატთა უმრავლესობა აქცენტს მის პროფესიონალიზმზე აკეთებდა. მათი განცხადებით, ამ თანამდებობაზე, პრეზიდენტის მხრიდან შეთავაზებულ იქნა ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურა.