თინა ხიდაშელი დაპირისპირებაზე საუბრობს, თოფაძე კი მორატორიუმს იცავს
მორატორიუმის დარღვევას გოგი თოფაძე არც თავდაცვის მინისტრის ბრალდებების საპასუხოდ აპირებს. არსებულ დაპირისპირებაზე თინა ხიდაშელმა გადაცემა არჩევანის ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ კამპანია არა რესპუბლიკელების, არამედ კოალიციის და ქვეყნის საგარეო კურსის წინააღმდეგ არის მიმართული და ის მოსკოვიდან იმართება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისთვის კოალიციის შენარჩუნება აუცილებელი არ არის, არსებულ დაპირისპირებაზე თამაზ მეჭიაურს ანეკდოტი ახსენდება.
თინა ხიდაშელმა არჩევანის ეთერში პროკურატურის მიერ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე დაწყებულ გამოძიებაზეც ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის თქმით, შოთაძის გადაწყვეტილებამ საარჩევნო სისტემა ეჭვქვეშ დააყენა. უმრავლესობის წევრების თქმით, კი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების გარდა სხვა გზა არ გააჩნდა.
თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ რესპუბლიკელების წინააღმდეგ ისეთივე მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, როგორც მისი წინამორბედის მიმართ, თუმცა ხიდაშელი განსხვავებას ბრძოლის შედეგებში ხედავს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.