"ხომ არ გინდათ დაგიმტვრიოთ აპარატი,"-წაგებულ ტენდერზე და კოალიციაზე დასმულმა კითხვებმა გოგი თოფაძე გააღიზიანა
გახდა თუ არა წაგებული ტენდერი რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირების მიზეზი, გოგი თოფაძეს საუბარი არ სურს. ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვას მრეწველების ლიდერის გაღიზიანება მოჰყვა.
თოფაძის კუთვნილი კომპანიის ტენდერში წაგებიდან რამდენიმე კვირაში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თავდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა.
შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია ყაზბეგმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ წელს ვერ გაიმარჯვა. 2014 და 15 წლებში კი სამინისტრომ ყაზბეგს მილიონ 300 ათასი ლარი გადაურიცხა.
თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი არ ფლობს. არის თუ არა გოგი თოფაძე წაგებული ტენდერის შედეგად დაკარგული რამდენიმე ასეული ათასი ლარის გამო თინა ხიდაშელზე განაწყენებული, ამის შესახებ ინფორმაცია კოალიციის სხვა წევრებს არ აქვთ.
ოპოზიციაში პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, შესაძლო კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობენ.
ავტორები: ანა წერეთელი, ნინო სამყურაშვილი, ირაკლი შეწირული, ნოდარ ჭადაშვილი.