ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა
ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა შეწყდა, მიზეზი თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. პეტრიაშვილს ტემპერატურა გაეზარდა, რის გამოც გამომძიებლები იძულებულები გახდნენ დაკითხვა შეეჩერებინათ.
რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ სამართალდამცველებს ადვოკატისთვის მასალები არ გადაუციათ. ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება დაკითხვის პროცესი.