ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს ალექსი პეტრიაშვილი.
კურიერთან საუბრის დროს ექიმები განმარტავენ, რომ თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ექიმები ამბობენ, რომ გართულებები მოსალოდნელი არ არის და არც ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს და მას უკვე ჩაუტარდა 2 ოპერაცია. გამოძიება მის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს.