"იმ მანდილოსნის მსხვერპლი აღმოვჩნდი,“-ბაბუცა გორდაძე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს
მალაიზიაში ნარკოტიკებზე დაკავებული ბაბუცა გორდაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მალაიზიის საპყრობილეში თითქმის 6 წელი გაატარა. რამდენიმე თვეში ციხეს დატოვებს გორდაძესთან ერთად დაკავებული დარეჯან კოხტაშვილიც.
როგორც სამშობლოში დაბრუნებული ბაბუცა გორდაძე ყვება, მას დარეჯან კოხტაშვილზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. ბაბუცა გორდაძის მტკიცებით საქმეში კიდევ ერთი ქართველი ქალბატონი ფიგურირებდა, რომელსაც ის პირადად არ იცნობს, თუმცა საქმის მთავარ ფიგურად სწორედ მას ასახელებს. გორდაძის მტკიცებით, სწორედ ამ ქალბატონის საქმიანობას შეეწირა ის და საქმეში მონაწილე ეს ქალბატონი ახლა გაქცეულია.
„მეუღლეს ჯერ არ შევხვედრილვარ და არ მომისმენია მისი პოზიცია. დარეჯან კოხტაშვილზე არაფერი ვიცი, როდესაც დამაკავეს ორი დღის გამავლობაში სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ მალაიზიის ერთ-ერთ ქალაქში იყო დაკავებული ქართველი მანდილოსანი, მაგრამ სახელი ნამდვილად არ ვიცოდი. სურათით მივხვდი, რომ ეს დარეჯან კოხტაშვილი იყო. როცა დამაკავეს მითხრეს, რომ იყო კიდევ ერთი მანდილოსანია, რომელიც ახლა გაქცეულია. ერთი რაც მე ვიცი, არის ის, რომ იმ მანდილოსნის მსხვერპლი აღმოვჩნდი,“ - აცხადებს ბაბუცა გორდაძე.