სკანდალური საკადრო ცვლილება-საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მურუსიძე გიორგი მიქაუტაძეს ასახელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება-საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მურუსიძემ გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა დაასახელა. საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება მოულოდნელი თავად საბჭოს წევრებისთვის აღმოჩნდა, რის გამოც მათ მხარი არ დაუჭირეს საკითხზე დღეს კენჭისყრას და ის პარასკევისთვის გადადეს.
დღევანდელი სხდომის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მესამე სექტორის მხრიდან კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალე პროცესის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
გირგი მიქაუტაძე ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ხელმძღვანელია. დღეს მან ჟურნალისტებთან საკუთარ გეგმებზე საუბარზე უარი თქვა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.