"თავისუფალი დემოკრატები" შს მინისტრისგან ალექსი პეტრიაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ
თავისუფალი დემოკრატები ადასტურებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისთვის ბოლო დეტალები ზუსტდება. გიორგი მღებრიშვილი პარტიის ლიდერებს გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
თავისუფალი დემოკრატები პასუხს ელოდებიან პრემიერმინისტრისგანაც. პარტიის მთავარი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილთან ალექსი პეტრიაშვილის საქმისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებაა. თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ საქმის მსვლელობა არა სხეულის განზრახ დაზიანების, არამედ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.