"ალექსი პეტრიაშვილის საქმე მალე გაიხსნება" - ირაკლი ალასანია პრემიერს ესაუბრა
პრემიერმინისტრსა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ალასანია განმარტავს, გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და იგი დააიმედა, რომ მომხდარი ფაქტი მალე იქნება გახსნილი.
„დამაიმედებელი საუბარი შედგა ჩემსა და პრემიერს შორის. მან თქვა, რომ ინფორმაციის ის ნაკადი რაც აქვს შს მინისტრისგან, მას აძლევს იმედს, რომ ეს მკვლელობის მცდელობა არ დარჩება გაუხსნელი. მე სიმართლე რომ ვთქვა, რადგან არ მოხდა ამ საქმის ცხელ კვალზე გახსნა იმედი მეწურებოდა, თუმცა დღევანდელი საუბრის შემდეგ იმედი ისევ გამიჩნდა,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.