50 000 ლარი თავისუფლების სანაცვლოდ-ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს უჩივის
პატიმრების შეწყალების საქმეზე ახალი გამოძიება შესაძლოა ეკა ბესელიას განცხადების საფუძველზე დაიწყოს, თუმცა ირაკლი შოთაძის უწყებას ამ დრომდე არ მიუცია კვალიფიკაცია იმ წერილებისთვის, რომელიც მათ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაუგზავნა.
საქმე ისევ შესაძლო კორუფციას ეხება, თუმცა ამჯერად ეკა ბესელია ადანაშაულებს ალეკო ელისაშვილს. მისი თქმით წერილში, რომელიც პატიმარმა მისი კომიტეტის სახელზე გაგზავნა მითითებულია კონკრეტული თანხა, რომელსაც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დადებით რეკომენდაციაში ითხოვდა.
ბესელიას ბრალდებას ელისაშვილი აბსურდს უწოდებს და ღირსების შელახვისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
დაიწყება თუ არა ეკა ბესელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება ჯერჯერობით უცნობია. შოთაძის უწყებაში ამ საკითხზე დრეს განმარტება არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.