უსუფაშვილის თქმით საგარეჯოს არჩევნებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყველა მხარე უნდა დაიკითხოს
საგარეჯოს არჩევნებზე დაწყებული გამოძიების შესახებ პირველი კომენტარი პარლამენტის თავდმჯომარემ დღეს გააკეთა. დავით უსუფაშილი ახცადებს, რომ ამ თემაზე ყველა მხარე უნდა დაიკითხოს.
გოგი თოფაძის მიერ წამოყენებული ბრალდებების შემდეგ იმის შესახებ, რომ საგარეჯოს არჩევნებში თამარ ხიდაშელმა გაყალბების შედეგად გაიმარჯვა, ვითარების გასარკვევად საერთშორისო გამჭვირვალობა პროცესში პროკურატურის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. ეკა გიგაურის ორგანიზაციას საგმოძიებო უწყებისთვის პირდაპდირ არ მიუმართვას. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობამ, მხოლოდ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, ინიციატივაზე პროკურატურის რეაგირებამაც არ დააყოვნა. საგამოძებო ორგანოს ასეთმა სწრაფმა რეაქციამ არასამთავრობოების გაოცებაც კი გამოიწვია.
რასაპარლამენტო ოპოზიცია კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა ფიქორბს, რომ ამ გამოძიებას კონკრეტული მიზანი აქვს.
ავტორი: ნათია გოგსაძე