"რთული არჩევნების წინ, ოპოზიციურ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ საქართველო შეძრა,"-Foreignpolicy
"რთული არჩევნების წინ, ოპოზიციურ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ საქართველო შეძრა,"-ასე ეხმაურება ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Foreignpolicy თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას.
ირაკლი ალასანიასთან ჩაწერილ ინტერვიუს თავად პარტიის ლიდერი facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ცნობილი ქართველი ოპოზიციური ლიდერის მიმართ, თბილისის ცენრტრში, ერთ-ერთ სასაფლაოზე, შეიარეღებული თავდასხმა განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტი უფრო მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს, ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში. მინიმუმ, ეს გააჩენს კითხვებს, რამდენად ქმედუნარიანია მთავრობა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი მოახლოებული არჩევნების წინ.
ამ ეტაპისთვის ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელების და დამკვეთის ვინაობა უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, თავდამსხმელები პროფესიონალები არიან. თავდასხმის შესახებ ვრცელდება, რამდენიმე მოტივი. ძირითადი მინიშნება კეთდება არაპოლიტიკურ მოტივზე. ყველაზე მეტად საუბრობენ, რომ თავდასხმის შესაძლო მიზეზია კლანური გარჩევები, პირადი მოტივი და შესაძლო ბიზნეს ინტერესები. მიუხედავად ამ შესაძლო მოტივებისა, ალექსი პეტრიაშვილი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის, პოლიტიკურ ასპექტში განხილვა, საზოგადოებაში გარდაუვალია.
"სანამ გამოძიება არ დასრულდება და თავდამსხმელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემულები ქვეყნის უსაფრთხოება და რიგითი მოქალაქის დაცულობა საფრთხის ქვეშ დგას’’- განაცდახა ირაკლი ალასანიამ და გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
"ჩვენ უნდა მივიღოთ სასწრაფო ზომები საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ძალოვან სამსახურებს ჭირდებათ მეტი რესურსი და გაძლიერება’’ -ამბობს ალასანია.