უკანა კარიდან ნუ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას - გია ხუხაშვილი რესპუბლიკელებზე
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს რესპუბლიკელების განცხადებების არ ესმის და მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელებს არ გააჩნიათ მოსახლეობის ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი „გონორით საუბრის" ლეგიტიმაცია ჰქონდეთ.
„საიდან მოდის ეს გონორი, ხალხს ელაპარაკონ. უკანა კარიდან ნუ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგს ასევე გაუგებარს უწოდებს რესპუბლიკური პარტიის მხრიდან დასავლური არჩევანის გარანტებად დასახელებას და ამბობს, რომ დღეს დასავლურ არჩევანს სახელმწიფოში გარანტორები საკმარისი ჰყავს და დასძენს, „თინა ხიდაშელის მხრებზე არ დგას ეს“.