"ცივილიზაცია შეთანხმებულია, რომ ისლამური სახელმწიფოს და რუსეთის გამოწვევების წინაშე დგას"-თინა ხიდაშელი
„თანამედროვე ცივილიზებული სამყარო პრაქტიკულად შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგანან-ეს არის ისლამური სახწელმწიფო და რუსეთი,“ - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის დროს გააკეთა.
ხიდაშელის თქმით ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიურობა.
„საკამაოდ ბევრი საუბარია, მსოფლიოს წინაშე მდგომ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ძალიან სამწუხაროა, რომ თანამედროვე ცივილიზებული სამყარო პრაქტიკულად შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგანან - ეს არის ისლამური სახწელმწიფო და რუსეთი და როდესაც კონტექსტი ასეთია, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და რაც შეიძლება უფრო უკეთ ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხად თინა ხიდაშელმა.