დიახ, ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა - მამუკა ღლონტი
მაესტროს დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, აცხადებს, რომ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესების უკან დგას პოლიტიკა და ამის დამადასტურებელი ფაქტი მამუკა ღლონტისთვის მესამე პირის, ირაკლი რუხაძის, გამოჩენა და მეწილეებს შორის პარიტეტის დარღვევა გახდა.
„გიორგი გაჩეჩილაძე მესამე პირის მეშვეობით ხელში დაუმსახურებლად იღებს წილების უმრავლესობას და შეუძლია, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს საქმეები. შესაბამისად, მიჩნდება ღრმა ეჭვი, რომ დიახ, ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა,“ - აცხადებს მამუკა ღლონტი.
მამუკა ღლონტს არ ესმის, რატომ ნერვიულობს უცნობი, რომელსაც მაესტროში წილი აღარ აქვს.
„უცნობის წილი იყო ნული. მაესტროში უცნობს აღარაფერი ესაქმებოდა, რადგან მან თავისი წილი გაყიდა და, თუ ეს ასე არ იყო და მე სიცრუეში ვცხოვრობ, ან მან მითხრას ეს ან არიან კიდევ ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ეს მითხრან,“ - აცხადებს მამუკა ღლონტი.