ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე - შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ
![](http://rustavi2.com/news_photos/36590_cover_b.jpg)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ქავთარაძის ქუჩაზე იმ კორპუსთან მივიდნენ, სადაც ცხედარი იპოვეს.
მოკლული, სავარაუდოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირიაა. ის 5 დღის წინ დაიკარგა და დღემდე ეძებდნენ პროკურატურა და ოჯახის წევრები.