ქუთაისში ბეტონის ჩამონგრევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
უბედური შემთხვევა ქუთაისში-მცირეწლოვანი ბავშვი ჩამონგრეული ბეტონის კონსტრუქციის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. კურიერის კორესპონდენტის ცნობით შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 8 სართულიანი კორპუსიდან ჩამონგრეული კონსტრუქცია 3 წლის ბავშვს დაეცა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
რუსთავი 2-თან საუბრისას მომხდარს ადასტურებს შსს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულია გარდაცვლილი გოგონას დედა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.