რელიგიურ ნიადაგზე მოკლული ფიქრათ ახმედოვის ოჯახის წევრები დროულ გამოძიებას ითხოვენ
23 წლის ფიქრათ ახმედოვის მკვლელობიდან მეშვიდე დღეს საქმის დროულად გახსნის მოთხოვნით მოკლულის სახლთან ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ახმედოვის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილის მკვლელს თანამონაწილეც ჰყავდა, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია.
საპროტესტო აქციას, სოფლის თითქმის სრული შემადგენლობა შეუერთდა. ადგილობრივები მთავრობას იმ შენობის გაუქმებას სთხოვენ, სადაც მათივე მტკიცებით ვაჰაბიტი მორწმუნეები იკრიბებიან.
მკვლელობაში ბრალდებულმა, რამინ ისავემა მომხდარის დღეს ქვეყანა დატოვა. ადგილობრივების ცნობით ისაევი 23 წლის ახალგაზრდას სასიკვდილოდ იმ ინტერვიუს გამო გაიმეტა, რომელიც მედიასაშუალებით გადაიცა და სადაც ახმედოვი სოფელში ვაჰაბიტების შეკრებაზე საუბრობდა.
შენობა, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაკეტილია.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.