ირაკლი შოთაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა-პრეზიდენტის 6 კითხვიანი წერილი პროკურატურაშია
პრეზიდენტმა პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი კითხვები ირაკლი შოთაძის უწყებას წერილობითი ფორმით გაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილს კითხვები წამების ამსახველი ვიდეოებისა და შესაძლო სისტემური დანაშაულის საქმეების გამოძიების თაობაზეც აქვს.
პრეზიდენტის 6 კითხვიანი წერილი პროკურატურაში უკვე გადაიგზავნა.
გიორგი მარგველაშვილმა გახმაურებულ საქმეებზე პასუხი, რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში მოითხოვა და კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რატომ ადევს კვლავ გრიფით საიდუმლო ფოტოგრაფების საქმეს.
ფოტოგრაფების საქმის ხელახალი გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა გიორგი აბდალაძისთვის ახლაც გაუგებარია, რატომ არ მოხსნეს გრიფი წლების წინ გასაიდუმლოებულ საქმეს. ამ დრომდე ისიც უცნობია, რომელმა უწყებამ მოითხოვა საქმის გასაიდუმლოება.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.